ქართული მიწის ბარაქა.
პატივცემულო ტურისტებო ეს ფერადოვანი გამოცემა გაგაცნობთ ქართული მიწა წყლის ბარაქას. საქართველო ოდითგანვე მიწათმოქმედთა და მესაქონლეთა ქვეყანა ყოფილა, მაგრამ მათი მშვიდობიანი შრომა ხშირად წყდებოდა უთვალავი მტრის მოულოდნელი შემოსევებით, რომლებისთვისაც იბერიელთა ქვეყანა ყოველთვის გემრიელი ლუკმა იყო. მძიმე და მწარე ხვედრი ერგო ქართველ გლეხს : მას ცალ ხელში თოხი ან ნამგალი ეჭირა, მეორეში კი ხმალი ან თოფი. ასე გრძელდებოდა საუკუნეთა მანძილზე. უცხოელი მოგზაურები და მწერლები : შარდენი, დიუმა, გასული საუკუნის ბევრი რუსი ავტორი. ქართველთა ყოფასა და ზნეჩვეულებებსა რომ აღწერდნენ, აღნიშნავდნენ, ქართველი გლეხის ამ თავისებურებებს. საქართველოს საერთო საკავშირო დოვლათში შეჰქონდა წარმოებული ციტრუსების 100 პროცენტი. ჩაის 95 პროცენტი. ყურძნის 13 . დიდძალი ხილი და ბოსტნეული, სახელგანთქმული სამარკო ღვინოები, შამპანიურები, კონიაკები , გემრიელი ხილის კონსერვები. ძვირფასი ჯიშის თამბაქო, იშვიათსახეობთა ეთერზეთოვანი კულტურები. საქართველოში ამ მტაგორიან ქვეყანაში ძალზე ცოტაა დასამუშავებლად ვარგისი მიწა. საუცრად მდიდარია ბუნებრივი კონტრასტებით კავკასიის ეს კუთხე : სოფლის მეურნეობას მისდევენ მესხეთ - ჯავახეთშიც. ზღვის დონიდან ორი ათას მეტრზე მეტ სიმაღლეზე. სადაც ზამთრობით 30 გრადუსამდე ყინვაა, გაზაფხულის სუსხი კი ზოგჯერ ივნისამდე გრძელდება. და კოლხეთის დაბლობზეც, რომელიც ზოგან ზღვის დონეზე დაბალია, ზღვისპირა აჭარაშიც სადაც წელიწადში ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მეტი ნალექი მოდის და შირაქის ნახევრად უდაბნო ზონაშიც. დიახ მრავალფეროვანია საქართველოს კლიმატი, დასავლეთში ჰავის ჭირვეულობას რელიეფის თავისი, ბუნებაც ემატება, სწორედ რელიეფი, რომელსაც ყოველი მხრიდან მთები არტყია, ამიტომ აქ ხშირია წყალდიდობები, დიდი ზიანი მოაქვს წყლის მიერ ეროზიას. აღმოსავლეთ საქართველოში კი, რომელიც დასერილია ღრმა კანიონებათ, წყლისმიერთან ერთად ქარისმიერი ეროზიასაც მოქმედებს. რთული ვერტიკალური ზოლიანობა დიდ სიძნელეებს იწვევს კონტურების განლაგებაში. თესვასა და მოსავლის აღების ვადებს. ამის გამო ბარის რაიონებში საგაზაფხულო თესვა მარტ - აპრილში იწყება, მთიანეთში კი მაისში და ზოგჯერ ივნისის მიწურულამდე გძელდებოდა წლების მანძილზე მნიშვნელოვნად შეიცვალა რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურა. მკვეთრად გადიდდა ძვირფასი ნარგავების, ჩაის, ყურძნის, ციტრუსა და ხეხილის ხვედრითი წილი. საქართველოს სოფლის მეურნეობას თავისებურებას ანიჭებს შექმნილი მძლავრი სუბტროპიკული მეურნეობა. ჩაი, ლიმონი. მანდარინი, ფორთოხალი, ფეიხოა, ხურმა, კარალიოკი, ზღმარტლი, ზეთისხილი, ბროწეული, ლეღვი, ეთერზეთოვანი და სამკურნალწამლო მცენარეებები. აი არც თუ სრული ნუსხა . აქაური ჰაერი გაჟღენთილია აყვავებული ეგზოტიკური მცენარეების სურნელებით, თვალს ხიბლავს სხვადასხვა ელფერის სიმწვანე, რომელიც სუბტროპიკებისთვის თოვლიანობის დროსაც კი არ იცვლება. საქართველოს შავი ზღვის პირეთში იშვიათია, მაგრამ არაერთხელ დაჰკრავს ხოლმე ყინვა. ყინვა კი თერმომეტრის სვეტის ნულს ქვემოთ სულ რამდენიმე ხაზითაც რომ დაეცეს, დაღუპვას უქადდის სითბოს მოყვარულ კულტურებს. – ჩაის და ციტრუსებს.
ამისთვის საჭირო გახდა ხანგრძლივი და გულმოდგინე მუშაობა სელექციონერებებისა, რომლებმაც შექმნეს ყინვაგამძლე ჯიშის ჩაი, ლიმონი, მანდარინი, ფორთოხალი, და სხვა სუბტროპიკული კულტურები. აგრონომების და აგროქიმიკოსებისა, რომლებმაც შეიმუშავეს ამ კულტურების მოყვანის ოპტიმალური რეჟიმი. ისევე როგორც ძველად საქართველოს სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მეცხოველეობას . იქმნება მეცხოველეობის მსხვილი კომპლექსები, უმჯობესდება სანაშენე საქმე, მატულობს წველადობა, იზრდება ხორცისა და მატყლის წარმოება. უმჯობესდება საკვები ბაზა დაჩქარებული ტემპით ვითარდება მეფრინველეობა და მეღორეობა. ჩვენ გაგაცანით თუ რა სწრაფი ტემპით ვითრდება და რა წარმატებებს მიაღწია რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობამ. ამ ჩამონათვალიდან დაწვრილებით ინფორმაციას და ფოტო სურათების მიმოხილვას გთავაზობთ მკითხველს და ტურისტებს რომლებიც დაინტერესებულნი არიან ამ ულამაზესი კუთხის დათვალიერებით.
Комментариев нет:
Отправить комментарий