воскресенье, 10 апреля 2011 г.


მეჩაიობა.

რესპუბლიკის მთელ შავი ზღვის პირეთი ჩაის პლანტაციებით არის დაფარული. ისინი ენაცვლებიან ციტრუსის ბაღებს, ვენახებს, თამბაქოს ნათესებს. ეფინებიან მტაგორებს, ზოგან დაბლობებს გასდევენ. გვიან შემოდგომით ან ზამთრის დამდეგს ჩაის ბუჩქები, პატარა მოვარდისფრო – თეთრი ყვავილებით იფარება, რომლებიც ირგვლივ თაფლის სურნელს აყენებს. ჩაი ადამიანისაგან ღრმა სპეციალურ ცოდნას, დიდ ყურადღებას და ზრუნვას მოითხოვს. ქალები ოსტატურად კრეფდნენ ძვირფას მოვარდისფრო მწვანე დუყებს . ბუჩქებზე დახრილი მეჩაიე ყოველ ქუთს უფრთხილდებოდა, რადგან დღევანდელი კარგი ფოთოლი ხვალ გადაუხეშდება და წახდება. იმისთვის რომ ერთი კილოგრამი მწვანე ჩაი მოიკრიფოს. მკრეფავს ორი სამი ათასი დუჟი უნდა მოექყვიდა, მოკრეფილი ფოთოლი რთულ გადამუშავებას საჭიროებდა რათა დასაყენებლად ვარგისი ჩაი მიეღოთ. ქართული ჩაი დიდად მოსწონთ როგორც რუსეთს, ისე უცხოელ მომხმარებლებს. განსაკუთრებით გამოირჩევა უმაღლესი ხარისხის ქართული ჩაი. მათთვის დამახასიათებელია საამო სურნელება, სასიამოვნო გემო და გამჭირვალე ნაყენი.

Комментариев нет:

Отправить комментарий