ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს - ვინ არის, საიდან მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. ილია ჭავჭავაძე
воскресенье, 10 апреля 2011 г.
საყვარელი დედამიწის აღწერის ბუნებრივი სურვილი ხშირად შეიძლება განუხორციელებელი წადილად დაგრჩეს იმის გამო რომ ვერ გიპოვია და მიგისადაგებია ზუსტი სიტყვები. საქართველო მშვენიერია ეს, ასეა, მაგრამსაჭვოა,ეს სიტყვები მის ჭეშმარიტ სილამაზეს გამოხატავდნენ. მასზე ამბობენ ლეგენდარულიაო და ესეც სინამდვილეს შეეფერება, თუ რა თქმა უნდა სინამდვილის ცნება ლაგენდას ესატყვისება. ვთქვათ კავკასიის მთებშიღმერთების მიერკლდეზე მიჯაჭვული პრომეთეს მითს, ანდა თქმულებას ოქროს საქმისზე: არგონავტთა წინამძღოლმა იასონმა რომ მოიპოვა კოლხეთის წმინდა ჭალაში. პრომეთეს კლდეც და კოლხეთიც საქართველოა ისინი შეგიძლია საკუთარი თვალით ნახო, ხელით შეეხო, მოგონებად გაიყოლო საქართველოს მადლიანი მიწა-წყალი ისევ უხვად წარმოშობს ლეგენდებსა დათქმულებებს, როგორც თავთუხსა დ ახილს. ძველად მითები და ლეგენდები ინფორმაციის დეფიციტის პირობებში ჩნდებოდაო – მოსწრებულად შენიშნავს ერთი თანამედროვე რომანის გმირიმაგრამ ლეგენდები პრომეთესა და არგონავტთა თაობაზე საკმაოდ ზუსტ გეოგრაფიულ და არა მარტო გეოგრაფიულ ინფორმაციას შეიცავს. თუ ჰეროდეტესა და ესბილეს, სტრაბინისა და ჰომეროსის თხზულებებით ვიმსჯელებთ,ძველი საქართველო ფრიად პოპულარული ყოფილა ღმერთებსა და ღმერთებთან მორკინალ ადამიანებს, მოგზაურებსა და პოეტებს შორის ისტორია პოპულარობას ხშირად ერთობ თავისებურ ფორმებს ანიჭებს ხოლმე. შავსა და კასპიის ზღვებს შორის ევროპისა და აზიის მიჯნაზე, მსოფლიო სავაჭრო გზების შესაყარზე, სამყაროების კულტურებისა და სარწმუნოების გზაჯვარედინებზე Mდებარე საქართველო დანამატივით იზიდავდა ნაირ – ნაირ რჯულის დამპყრობლებს. შაუკუნიდან საუკუნამდე მოგორავდა და ტოვებდა ნანგრევებსა და ნაცარტუტას მაგრამ ამასთანავე რჩებოდა გაუტეხელი ცოცხალი სული. ხალხისა , რომელსაც სწყუროდა ემარჯვა ძნელბედობის ჟამს და შეენარჩუნებინა თავი მომავლისათვის. ოდესღაც კავკასსისა და წინა აზიის ვრცელ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ხეთთა და იბერთა ტომები, რომელთა ჩამომავალნი დიდი რასის,სამხრეთულ ტოტს რომ ეკუთვნის, მას ქმნიან რამდენიმე მონატესავე ტომი: ქარტველები, მეგრელ-ჭანები,სვანები სწორედ ქართლმა მისცა სახელწოდება ქვეყანას წაქართველო ძველი რომაელები დასავლეთ საქართველოს კოლხეთსნ – უწოდებდნენ ხოლო აღმოსავლეთს - იბერიას. ქართულ ენას მსოფლიოს ერთ უძველეს ცოცხალ ენათგანს . ენათმეცნიერები იბერიულ – კავკასიური ენების ეგრეტ წოდებულ ქართველურ ჯგუფებს განეკუთვნებიან. ძნელი და ნარეკლიანი იყო საქართველოს გზა საუკუნეთა და ათასწლეულთა განმავლობაში, ვის აღარ დაულაშქრავს ეს მიწა,მაგრამ ჭირ – ვარამმა,რომელიც წილად ხვდა ქართველ ხალხს,ვერ მოდრიკა იგი,ვერ ჩააქრო, მისი შემოქმედებითი ენერგია, ეს ენერგია ისევ და ისევ აღადგენდა საქართველოს ნანგრევებიდან და ფერფლიდან, მაგრამ ქართველი ხალხის შემოქმედებითი გენი სრულადფ და მთელი ძალით გაიფურჩქნა მხოლოდ მას შემდეგ,რაც მოიშორა ექსპლოტატორული წყობილების ბორკილები. კავკასიის მარადიული ჭაღარით მოსილი მთები არასოდეს არ მოსწრებია მასობრივი სოციალური შემოქმედებას ასეთ აღმაფრენას ხალხის გულის სიღრმედან მომავალ სწრაფვას სინათლის, თავისუფლებისა და პროგრესისაკენ.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий