воскресенье, 10 апреля 2011 г.

საქართველოს გეოლოგიური წარსული

საქართველოს გეოლოგიური წარსულის ბუნების მრავალფეროვნების, ზღვის სანაპიროს, ტყეების,ველების,უდაბნოების, მაღალმთის,მდინარეების, მყინვარების კულტურული მემკვიდრეობის მოკლე მიმოხილვა.



ჩვენი პლანეტა დედამიწაა. დედამიწა დაახლოებით 4,5 მილიარდი წლისაა. დედამიწის ისტორიას, აგებულებასა დამ ის წიაღში მიმდინარე ცვლილებებს შეისწავლის. გეოლოგები დედამიწის ისტორიას დროის ხანგრძლივ მონაკვეთებად – ერებად ჰყოფენ. ყველაზე ძველი არქეული ერა ( 1,5 მილიარდი წელი) მას პროტეროზოული (1,93მლრდ,წ.) პალეოზოური (325 მილიონი წელი) მეზოზოური ( 180 მლნ.წ.) და კაინოზოური ერები (65 მლნ.წ.) მოჰყვება. საქართველო და მთელი კავკასია ყოველთვის არ იყო ისეთი, როგორიც დღესაა.კავკასიის გეოლოგიური პალეოზოური ერიდან იწყება.მანამდე ჩვენი ადგილსამყოფელი წყლით იყო დაფარული. პალეოზოური ერა იმითაა მნიშვნელოვანი , რომ ამ დროს დედამიწაზე სიცოცხლე ჩაისახა. მეზოზოურ ერაში საქართველოს ტერიტორიაზე დაიწყო მძლავრი ვულკანური აქტივობა,რომლის ჩაცხრომის კვალდაკვალზღვამ უკან დაიხია საგრძნობლად გამრავალფეროვნდა მცენარეთა და ცხოველთა სამყაროც. მეზოზურ ერაში განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწიეს ამჟამად გადაშენებულმა ცხოველებმა – დინოზავრებმა.საქართველოში მათი ნაკვალევი ქუთაისის ახლოს ,სათაფლიის ნაკრძალშია შემორჩენილი. კაინოზოურ ერაში 35 -55 მილიონი წლის წინ ახლანდელ აჭარა – თრიალეთის ტერიტორიაზე კვლავ გააქტიურდა წყალქვეშა ვულკანები. ამასხმელეთის აწევა და მთების წარმოშობა, მოჰყვა ვულკანებიდან ამონთხეულმა ლავამ უსწორმასწორო ხმელეთი ამოავსო და დღევანდელი ჯავახეთის ზეგანი წარმოიქმნა. ხმელათზე ძუძუმწოვრები გაბატონდნენ: სპილო, ჟირაფი ვსფხვი და სხვა ცოცხალი ბუნების განვითარება დაახლოებით 2.5 მლნ.წლის წინ ადამიანის გაჩენით დაგვირგვინდა.

ქანები,მინერალები და წიაღისეული. დედამიწის ქერქი სხვადასხვა მინერალებისა და ქანებისაგანაა აგებული. Aრსებობს სამი დიდი ჯგუფი. Mმაგმური, დანალექი და მეტამორფული. მაგმური ქანები დედამიწის წიაღიდან წამოსული მაგმას გაცივების შედეგად მიიღება, მაგმური ქანებია: გრანიტე, ბაზალტი, და სხვა. დანალექი ქანები ზღვებში, ტბებში ჭაობებში მდინარეების მიერ ჩატენილი თიხაფიქლები. Mმეტამორფული ქანები მაგმური და დანალექი ქანების გარდაქმნის შედეგად მიიღება. მეტამორფული ქანებს მიეკუთვნებიან: მარმარილო,კრისტალური ფიქალი. საქართველოს ბუნებრიწი, სასარგრბლო მინერალური დანაგროვებით – წიაღისეულიღ მდიდარი ქვეყანაა, გეოლოგები ოთხ მთავარ ჯგუფს გამოჰყოფენ: მეტალებს , არამეტალებს, საწვავ ნედლეულს , მტკნარ და მინერალურ წყლებს. მეტალთა საბადოებიდან ჩვენთვის უპირველესია ჭიათურის მანგანუმის მსოფლიო მნიშვნელობის საბადო. საქართველოში მოიპოვება ზემაგარი და ტეპერატურა გამძლე შენადნობების წარმოებისთვის აუცილებელი მეტალების სტიბიუმის,ფოლფიამისა მადნები. საქართველოში არამეტალური მადნების მნიშვნელოვანი საბადოებია აღმოჩენილი ზოგი მათგანი – მარმარილო, ბაზალტი, გრანიტე. და ა.შ. თიხისგან, რომელიც ასევე არამეტალური მადანია,ტრადიციულად ჭურჭელს აგურს და კრამიტს ამზადებენ. საქართველო უმდიდრესია საუკეთესო სამკურნალოთვისებების მქონე მტკნარი და მინერალური წყლებით. ჩვენს ქვეყნას შორს გაუთქვასახელი მინერალურმა წყლებმა: ბორჯომმა, საირმემ, ნაბეღლავმა, ზვარენ, წყალტუბომ, ზოგიერთი მინერალური წყალი ჩამოისხმებოდა და სხვადასხვა ქვეყანაში იგზავნება. შაწვავი წიაღისეულიდან საქართველოში ქვანახშირი, მურა ნახშირი, ტორფი, ნავთობი და გაზი მოიპოვება. დიდი საბადოები ჩვენში დუმდე არ გამოვლენილა თუმცა მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მათი აღმოჩჩენა შესაძლებელია.



საქართველოს მრავალფეროვნება

საქართველო ფართობის მიხედვით პატარა ქვეყანაა. მიუხედავად ამისა , ის ბუნებრივი ლანდშაფტების, მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებით გამოირჩევა. Aმის მიზეზი გეოგრაფიული მდებარეობაა საქართველო. კავკასიის შუაგულშია. კავკასია კი კასპიისა და შავი ზღვებს შორისაა მოქცეული და ევროპის აზიასთან აკავშირებს. საქარველოში უამრავი მათ შორის 4000 ზე მეტი სახეობის ყვავილოვანიმცენარე გვხვდება საქართველოს ტერიტორიას ბუნებრივი პირობების მიხედვით ოთხ ნაწილად ყოფენ დიდი კავკასიონი, მცირე კავკასიონი, სამხრეთ საქართველო მთიანეთი და საქართველოს მთიანეთ შორის ბარი. დიდი კავკასიონი, რომელიც ჩვენს ჩრდილოერთის ცივი ქარებისაგან უზარმაზარი ბუნებრივი კედელივით იცავს, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე გადაჭიმული დიდი კავკასიონი რომ არა სამხრეთ კავკასიაში ჰაერის ტემპერატურე 3 გრადუსით უფრო დაბალი იქნებოდა. კავკასიონზე მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი მწვერვალები: შხარა, თეთნულდი, უშბა მყინვარები მცირე კავკასიონი საქართველოს ტერიტორიაზე აჭარაში იწყება და თბილისთან მთავრდება ის დიდ კავკასიონზე დაბლა უმაღლესი მწვერვალი ყანლის მთა მხოლოდ 2987 მეტრია.მცირე კავკასიონის კალთაზე ბევრი ცნობილი კურორტი და მინერალური წყლის საბადოა. ბორჯომი. ნაბეღლავი, საირმე ნუნისი, ბახმარო სამხრეთ საქართველოს მთიანეთის უმაღლესი მწვერვალი დიდი აბული 3305მ. სიმაღლისაა.ეს მხარე საქართველოს მთის ყველაზე უტყეო ნაწილია. მშრალი ველების ვრზელი ვაკეების და ტბების სამფლობელო საქართველოს მთიანეთ შორის ბარი ლიხის ქედისთ ორ ნაწილად უყოფა კოლხეთის ბარად ( დფასავლეთ საქართველო) და ბარად ( აღმ.საქართველო) კოლხეთის დაბლობისათვის დამახასიეთებელი ჭაობბი. აღმოსავლეთ საქართველოში ველებითა და ნახევრად უდაბნოებიტ იცვლება. დასავლეთ საქართველოში თბილი და ტენიანი ჰავაა, ხშირად წვიმები.აქ მრავალგვარი მარადმწვანე მცენარე ხარობს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარი მშრალი ჰავა საუკეთესოა მევენახეობისას და მემარცვლეობისათვის. ამიტომაც საქართველო ერთ – ერთი უძველესი სამიწამოქმედო ქვეყანაა. ძველ თაგანვე აქ ველურ მცენარეებისგან ახალი ჯიშები გამოჰყავთ ჩვენში 500 მდე ჯიშის ვაზია გამოყვანილი.







შავი ზღვა და ზღვის სანაპირო

შავი ზღვა საქართველოს დასავლეთიდან აკრავს. მისი სანაპიროს სიგრძე ჩვენი ქვეყნის ფარგლებში 300 კმ–ზე მეტია. შავი ზღვა დიდ გავლენას ახდენს საქართველოს ჰავაზე. თენიანობის სიჭარბე სწორედ მისი არსებობითაა გამოწვეული. საქართველოს ფარგლებში ზღვის სანაპირო საკმაოდ მრავალფეროვანია, კოლხეთის დაბლობის გასწვრივ ნაპირი ქვიშიანია და ალაგალაგ დაჭაობებული. ძოგ ადგილას ზღვაში სოლვითაა შეჭრილი ხმელეთის ვიწრო წაგრძელებული მონაკვეთებ, რომელსაც კონცხებს უწოდებენ. განსაკუთრებული სილამაზის მწვანე კონცხი გამოირჩევა.შავ ზღვას ერთი მნიშვნელოვანი თვისებურება ახასიათებს აქ 150 – 200 მეტრის სიღრმეზე წყალში ჟანგბადი საერთოდ არ არის . მის ნაცვლად წყალი მომწამლავი გაზით – გოგირდწყალბადითაა გაჭერებული. Aმიტომ ზღვის ეს ნაწილი ყოველგვარ სიცოცხლესაა მოკლებული. ჭყლის ძუძუმწოვრებიდან შავ ზღვაში დელფინები ბუნადრობენ.







ტყეები

საქართველოს ტერიტორიის 40 % ზე მეტი ბუნებრივ, ე.ი ადამიანის მიერ მხოლოდ ნაწილობრივ სახეცვლილ ან საერთოდ ხელუხლებელ ტყეებს უჭირავს, ჩვენი ქვეყანა ამით განსხვავდება ბევრი ევროპული სახელნწიფოსგან, სადაც ტყეების უმრავლესობას ხელოვნურადაა გაშენებული. თყეები ძირითადად სამნაირია: ფოთლოვანი, წიწვოვანი და ფოთლოვან – წიწვოვანი ანუ შერეული. საქართველოს ტყეების დაახლოებით 8 % ნაკრძალებს, ეროვნულ პარკებსა და აღკვეთილებშია.







ველები, ნახევრად უდაბნოები და უდაბნოები

ნახევრად უდაბნოებსა და უდაბნოებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით მეათედი უჭირავს. ისინი ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს ბარისთვისაა დამახასიათებელი. აქ ძირითადად სიმშილის ამტანი გვალვაგამძლე მარცვლოვანი მცენარეები – უფრო იზრდება.იქ სადაც წვიმა და თოვლი იშვიათია, ნახევრად უდაბნო და უდაბნო ყალიბდება.როცა უდაბნოს ვახსენებთ , თვალწინ ქვიშიანი გორაკები წარმოგვიდგება, მაგრამ უდაბნოს შესდაძლებელია სხვაგვარადაც გამოიყურებოდეს. საქართველოში ქვიშიანი უდაბნოები არ არის, ჩვენში უდაბნოს ისეთ ადგილებს უწოდებენ, სადაც მცენარეული საფარი უარღრესად მეჩხეტრია და მოშიშვლებული ნიადაგის მონაკვეთები მოჩანს.






მაღალმთა

მაღალმთის ( მაღალმთიანეთს) უწოდებენ არეს, რომელიც ტყის გავრცელების საზღვრის ზემოთ, ზღვის დონიდან დაახლოებით 1800 – 2000 მეტრზე მაღლა მდებარეობს საქართველო მთიანი ქვეყანაა მისი ფართობის მეხუთედი მაღალმთას უჭირავს. შუბალპური სარტყელი 1800 – 2000 მ. სიმაღლეზე იწყება და 2800 მეტრამდე აღწევს.მაღალმთაში ოთხ ვერტიკალურ სარტყელს გამოყოფენ : სუბალპურს, ალპურს, სუბნიკალურსა დას ნიკალურს, ალპური სარტყელი 2600 მ – იდან 3100მ სიმაღლემდეა გავრცელებული. აქ ძირითადად ბალახოვანი მცენარეებია. სუბნიკალური სარტყელი 3100მ – იდან 3500მ – მდე ადის. აქ მცენარეული საფარი მეჩხერია და შეგუებულია მკაცრ ბუნებრივ პირობებს. ყველაზე მაღალი ნიკალური სარტყელი 3500 – 3700 მ – დან იწყება ამ სარტყელს მცენარეული სამყარო ძალიან ღარიბია მაღალმთაში სუსხიანი ხანგრძლივი ზამთარი იცის. საქართველოს უმაღლესი მწვერვალები შხარა, უშბა, მყინვარმწვერი სხვადასხვა ქვეყნის ალპინისტებს იზიდავს.





ტბები მდინარეები

საქართველოში ყველაზე წყალჭარბი ადგილი კოლხეთის დაბლობია. აქ ბევრი წაობი, მცირე თუ საშუალო ზომის ტბა და მდინარეა. საქართველოში დაახლოებით 860 ტბაა. Aამ მხრივ ყველაზე მდიდარი მხარე სამხრეთ საქართველოა, საქართველოს ტბების უმრავლესობა მტკნარია. საქართველოში 25 ათასზე მეტი პატარა თუ დიდი მდინარეა. დასავლეთ საქართველოს მდინარეები : კოდორი, ენგური, რიონი და ჭოროხი შავ ზღვაში ჩაედინება. აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეები – ლიახვი, არაგვი, იორი და ალაზანი მტკვარს ერთვის საქართველოს ფარგლებში ყველაზე გრძელი და წყალუხვიმდინარე რიონია.(327კმ) მტკვარი რიონზე გრძელია (1364 კმ) მაგრამ სათავეს თურქეთში იღებს და საქართველოდან აზერბაიჯანში მიედინება, რასაც კასპიის ზღვას უერთდება. მაღალმთიანეთის ტბები წლის განმავლობაში 7 – 8 თვე ყინულით იგფარება წყალი იქ იმდენად ცივია, რომ თევზი ვერ ცოცხლობს. მყინვარები საქართველოში კავკასიონის ქედის ყველაზე მაღალ ნაწილში დაახლოებით 3500 – 4000 მ სიმაღლეზე "იბადებიან" კავკასიონზე 600 ზე მეტი მყინვარია. Mყინვარებიდან მრავალი მდინარე იღებს სათავეს. სვანეთში მდინარე ლეხზირის მდინარე ყველაზე გრძელია. საქართველოში მისი სიგრძე 13 კილომეტრზე მეტია







საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა

თანამედროვე ადამიანების წინაპრები რამდენიმე მილიონი წლის წინ მხოლოდ აფრიკაში ბინადრობდნენ. აფრიკიდან წამოსული ადამიანები პირწელად კაწკასიაში, საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩნდნენ 1800000 წლის წინ მათი ნაკვალევი 20 ს – ის ბოლოს ქვემო ქართლში დმანისში აღმოაჩინეს. დმანისულ ადამიანებს მეცნიერებმა პირველი ევრაზიელები უწოდეს. თანდათან ადამიანმა ცხოვრების წესი შეიცვალა. ერთ ადგილზე დასახლდა. გახდა მიწათმოქმედი და მესაქონლე. განვითარდა ხელოსნობა.ადამიანმა ისწავლა თიხისგან ჭურჭლის დამზადება და ა. შ. ქართული ენა ათასწლეულების წინ შეიქნმა.საერთო ქართული ენიდან სამი დამოუკიდებელი ენა განწითარდა: ქართული , სავნური და მეგრულ – ჭანური. შამივე ენას თავისი დიელექტი, კილოები აქვს. საქართველოს ყოველ კუთხეში თავისებურ კილოზე მეტყველებენ. ქართული დამწერლობა ანბანურია: ანბანში 33 ასოა და თითო ნიშანი თითო ბგერას აღნიშნავს. თექსტი მარცხნიდან მარჯვნივ იწერება. ქართლსა და ეგრისსის სამეფოებში ქრისტიანობა 1 ს – ში ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს. ქართველების მცირე ნაწილი ფარულად გაქრისტიანდა კიდეც. 4 ს – ში ქართლში ქრისტიანობის საქადაგებლად კაბადოკიელი წმინდა ნინო მოვიდა. ქართულ ლიტერატურას 15ს ის ისტორია აქვს. თავდაპირველად ქრისტიან წმინდანთა მოწამებრივი ცხოვრება აღიწერებოდა 11 – 12 ს – დან სამიჯნურო – სარაინდო ნაწარმოებების შექმნაც დაიწყო.სწორედ ამ დროს დაიწერა შოთა რუსთაველის " ვეფხვისტყაოსანი" რომელიც მსოფლიო ლიტერატურას თვალსაჩინო ძეგლია. ქართული ხალხური სიმღერა ათასწლეულებს ითვლის .მისი უმთავრესი ღირსება მრავალხმიანობა,.ანუ პოლიფონიურობაა. საქართველოში თექვსმეტამდე მუსიკალური დიალექტი არსებობს, ისინი საერთო ძირის მიუხედავად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც ქართველებს ხასიათისა და კულტურის მრავალფეროვნების გამომხატველია. 6 – 7 ს – დან საქართველოში ეკლესია – მონასტრებთან უკვე არსებობდა . შხვადასხვა ეპოქაში ადამიანი სხვადასხვა მასალისგან სხვასდასხვა ნაგებობებს აგებდა საცხოვრებლად და ღვთისმსახურებისთვის უძველესი ნამოსახლარები, როგორც წესი დანგრეულია და მიწითაა დაფარული საქართველოს ტერიტორიაზე წინასაქრისტიანული ხანის რამდენიმე ტაძარია აღმოჩენილი ქრისტიანული ეპოქის ტაძრებით კი მთელი საქართველოა მოფენილი. ქაღალდის ფული საქართველოში პირველად 1918 – 21 წლებში გამოუშვეს. 1995. სექტემბრიდან საქართველოში ახალი ფული ქაღალდის ლარი და ლითონის თეთრი გამოიყენება.





საქართველო შუა საუკუნიდან დღევანდლამდე

ფირმის ხელმძღვანელობას მიზნად აქვს დასახული, მნახველთათვის გავაცნოთ საქართველოს წარსული და აწმყო. მისი მომავლის კონტურები საქართველო მდებარეობს ცენტრალურ და დასავლეთ ამიერკავკასიაში. ღესპუბლიკის ფართობი შეადგენს 69,5 ათას კვადრატულ კილომეტერს და თავისი ტერიტორიის სიდიდით მეათე ადგილზეა მოძმე რესპუბლიკეებს შორის .მოსახლეობა შეადგენს 507000.



ღესპუბლიკის ტერიტორიაზე ცხოვრობს ასზე მეტი ეროვნების წარმომადგენელი, უმრავლესობა ქართველები არიან, საქართველოში ორი ავტონომიური რესპუბლიკაა.(აფხაზეთის და აჭარის ) და ერთი ავტონომიური ოლქი ( სამხრეთ ოსეთი) თავდაპირველად გვინდა ორიოდე სიტყვით მოგითხროთ საქართველოზე მის გნირულ ისტორიაზე, უძველეს და უნიკალურ კულტურაზე. ბუნებრივია საქართველოს ისტორიის ასეთი მცირე ექსკურსი ძირითადად მოკავშირე რესპუბლიკელებისა და უცხოელი მკითხველებისათვის უფრო გამიზნულია ვიდრე ჩვენი რესპუბლიკის მკოთხველთათვის. საქართველო ისტორიული თავგადასავალი და ცივილიზაცია ათასეულ წლებს მოითვლის. ქართულმიწაწყლის თითქმის ყოველი კუთხეში ნაპოვნი მდიდარი არქეოლოგიური მონაპოვრების და წერილობით წყაროები ნათლად ადასტურებენ ქართველი ხალხის ძველთაძველი წარმომავლობას, მის კულტურის სიმაღლესა და მრავალფეროვნებას. ძველი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში ქართველთა ეკონომიკური და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უკვე მწიფდება პირობები. ჯერ ტომობრივ და შემდეგ სახელმწიფოებრივ გაერთიანებათა წარმოქმნისათვის ძვ. წ. პირველ ათსწლეულის შუა ხანებში საქართველოს ტერიტორიაზე უკვე ჩამოყალიბებულია ორი სახელმწიფო. კოლხეთი – ( დასავლეთ საქართველო) და იბერია – (ანუ ქართლი. აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო) საქართველოს ძველთაგანვე განუწყვეტელი შემოსევების ობიექტად იყო ქცეული. ძველ და ახალ საუკუნეთა მიჯნაზე მისი ხელსი ჩაგდებისთვის ერთმანეთს ეცილებოდნენ იმდროინდელი მსოფლიოს დამპყრობლნი ირანელები და რომაელები. ქართველები ვერ ურიგდებოდნენ უცნობთა ბატონობას და საუკუნეთა მანძილზე თავგანწირვით იბრძოდნენ ქვეყნისა და ეროვნული თვითმყოფადობის გადასარჩენად. 4 საუკუნის 30 – წლებსი ქართველმა ქრისტიანობა მიიღო და ამით სამუდამოდ დაადგა დასავლეთის ამავე პერიოდში იწყება მუდმივი ომები საქართველოს დაუფლებისთვის, სპარსეთსა და აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიას) სახელმწიფოთა შორის. ერთხანს (5 საუკუნის მეორე ნახევარში) საქართველო გააძლიერა და განამტკიცა ძლიერმა ხელმწიფემ ვახტანგ გორგასალმა , რომელმაც ქართლის მაშინდელი დედაქალაქის მცხეთის ახლოს ძველთაძველი სოფლის , ტფილისის ადგილზე ააშენა. საქართველოს ახალი სატახტო ქალაქი. Bბოლოს ვახტანგ მეფე მაინც სპარსელებთანბრძოლას შეეწირა და იბერია – ქართლი კვლავ ირანის სათარეშო იქცა. ხოლო დასავლეთ საქართველოში ბიზანტიელები გაბატონდნენ.



7 საუკუნეში მსოფლიოს ახალი დამპყრობნი შემოესივნენ საქართველოში ესენი იყვნენ არაბები, ომები მომხდურსა და ქართველებს შორის ოთხას წელიწადს გაგრძელდა. უცხოელ დამპყრობთან უთანასწორი ბრძოლებში ჩაბმული ქართველები მაინც განაგრძობდნენ კულტურულ შემოქმედებითს ცხოვრებას და აღმშენებლობას, შეიქმნა შედევრები ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლებისა. აშენდა დიდებული ტაძრები. ( შუამთა, ბოლნისი, ურბნისი,შიომღვიმე,მცხეთის ჯვარი,მარტვილი,და ა.შ.)





ქართული ტაძრები და კულტურული სავანეები აიგო აგრეთვე პალესტინაში, სინასმთაზე, სირიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში. 11საუკუნის დიდებული ტაძრები:(ალავერდი,ბაგრატისტაძარი სვეტიცხოველი,ნიკორწმინდა) მაგრამ ამავე 11 საუკუნეში დაიწყო უმძიმესი შემოსევები თურქსელჯუკებისა , რამაც საქართველო სრული დაღუპვის პირას მიიყვანა. 12ს – ის დამდეგს ქვეყანას გამოუჩნდა უდიდესი სახელმწიფო, პოლიტიკური და კულტურული ხელისუფალი დავიტ აღმაშენებელი. რადიკალური სოციალურ – ეკონომიკური და სამხედრო რეფორმებით შეძლო ქვეყნის შინაგანი ძლიერების აღდგენა და ამაღლება და ქვეყნის ხელახალი გაერტიანება. Mან გაანთავისუფლა თბილისი და ისევ დაამკვიდრა იგი საქართველოს მუდმივ დედაქალაქად. 13 საუკუნის 30 წლებსისაქართველოში ახალი მსოფლიო დამპყრობნი, მონღოლები გაბატონდნენ. 14 – 15 საუკუნის მიყნაზე საქართველოს ისევ ახალი უმძლავრესი და უბოროტესი მტერი გამოუჩნდა , ეს იყო თემურ ლენგი რომელმაც რვა უმძიმესი შემოსევით დიდად დააზარალა ქართველი ხალხი. Mმომდევნო 16 – 17 საუკუნეები ქართველმა ხალხმა სპარსეთსა და თურქთა გამუდმებულ შემოსევებთან ბრძოლას შეალია. 19 საუკუნის დამლეგს საქართველო ერთმორწმუნე რუსეთს შეუერთდა ქართველი ხალხი ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა. რესპუბლიკაში საბჭოთა ხელისუფლების დამკვიდრების პირველი დღიდანვე დაიწყო გაჩანაგებული ქვეყნის სოფლის მეურნეობის და მრეწველობის განვითარება. განვითარდა და აყვავდა სოფლის მეურნეობის ისეთი დარგები როგორიცაა: მეჩაიობა, მეციტრუსეობა,მეხილეობა და მევენახეობა.





ვაზი – ქართველი კაცისთვის გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე მიწათმოქმედების სხვა კეთილშობილი და ხვავიანი კულტურა. აშენდა ინდუსტრიული ქალაქი რუსთავი. მისი პირმშო იყო რუსთავის მეტალორგიული ქარხანა.აქ აშენდა და ამუშავდა საწარმოო გაერთიანებები. რესპუბლიკის მეორე ინდუსტრიალ – კულტურული ცენტრია ქალაქი ქუთაისი.აქ წარმოიქმნა სრულიად ახალი ტიპის მუშა რომელიც ქარხნის გარდა აქტიურადაა ჩაბმული სოფლის მეურნეობაშიც. საქართველო მდიდარია მადნეულით. ცნობილია ტყვარჩელი და ტყიბული მეშახტეთა გმირული საქმიანობით.ჭიათურის მანგანუმის, მადანი,ყველაზე მაღალია მთელ მსოფლიოში ერთ – ერთ უნიკალურ საბადოდ ითვლება. უკანასკნელ წლებში საქართველოში აღმოჩნდა ნავთობის საკმაოდ დიდი მარაგი,აღსანიშნავია ქართული ნავთობის მაღალი ხარისხი. საყოველთაოდაა ცნობილი თბილისელ მუშათა უმნიშვნელოვანესი რევოლუციური წარსული. მათ არაერთი სახელოვანი ფურცელი ჩაწერეს რევოლუციის გამარჯვებისთვის ბრძოლის ისტორიაში. ( ვარდების რევოლუციის დამთავრებით.) ქართველი კაცი თავისი ბუნებით ნამდვილი ინტერნაციონალისტია. Aამ თვისებების ნათელი დადასტურებაა ის, რომ რესპუბლიკაში ერთმანეთის გვერდით ძმურად ცხოვრობენ და იღწვიან, როგორც უკვე ითქვა ასზე მეტი ეროვნების წარმომადგენელი. საქართველო უაღრესად განვითარებული ქვეყანაა. პირველ ადგილზეა უმაღლესდამთავრებულთა პროცენტული რაოდენობით მთელ მსოფლიოში. მარტო მის დედაქალაქში ათი უმაღლეს სასწავლებელია. ქართველებთან ერთად სწავლობენ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. ქართული კულტურა ერთ – ერთი უძველესი და უნიკალურია მთელს მსოფლიოში. ქართული დამწერლობა უდიდეს როლს ასრულებს ქართველი ერის ისტორიაში. დღევანდელი ქართული მწერლობა ერთ – ერთ მოწინავე და საინტერესოა ჩვენს ქვეყანაში. ბევრი ჩვენი მწერალი და პოეტი ითარგმნა არამარტო რუსულ და მოძმე რესპუბლიკების,ასევე მსოფლიოქვეყნების მრავალ ენაზე. საყოველთაო აღიარება მოიპოვა ქართულმა თეატრმა. დიდი პოპულარობით სარგებლობს კინსტუდია.” ქართული ფილმის” მიერ შექმნილი ფილმები,რომელმაც ბევრი საკავშირო და საერთაშორისო პრემია და დიპლომი დაიმსახურა განსაკუტრებული აღნიშვნის ღირსია ქართული მუსიკალური სკოლა, მსოფლიოს მრავალი პირველი პრემია და საპატიო პრიზი მოიპოვეს ქართველმა ვოკალისტებმა, და მუსიკა შემსრულებლებმა. ქართველი მხატვართა არაერთმა და ორმა წარმომადგენელმა მოიყოვა საქვეყნო აღიარება, ძალზე მნიშვნელოვანია სკულპტურა ნამუშევრები. ჩვენში და საზღვარგარეთ ყოველთვის დამსახურებული და დიდი მოწონებით სარგებლობდა ქართველი მხარვრებისა და მოქანდაკეების პერსონალური თუ საერთო გამოფენები. საქართველოს სპორტული ტრადიციები საყოველთაოდაა ცნობილი. ჩვენ პატარა მცირერიცხოვან რესპუბლიკას რამდენიმე ათეული ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს სპორტის სხვადასხვა სახეობაში. გვინდა ჩვენი საუბარი საქართველოს ბუნებით დავამთავროთ, რომელიც ასე იზიდავს მილიონობით ადამიანს , მართლაღა საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ძალზე მრავალფეროვანია მისი ბუნება, აქ თვალს იტაცებს კავკასიონის ქედის მარად თოვლიანი ევროპის უმაღლესი მწვერვალები.სამხრეთის სუბტროპიკული ზონა,საქართველოს კუთხეების – ქართლ – კახეთის, აჭარის, ქართლის,სამხრეთ საქართველოს, იმერეთის. შამეგრელოს, რაჭა – ლეჩხუმის, სვანეთის, აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეტის, თუშ – ფშავ – ხევსურეთის კონსტრაქტული პეიზაჟები. მთები, ველები, ხეობები. ულამაზესი შავი ზღვისპირეთი. უამრავი მთის და ბარის სამკურნალო თუ დასასვენებელი კურორტები. მათ შორის აუცულებლად უნდა მოვიხსენიოთ, მსოფლიოსი განთქმული კურორტები: წყალტუბო, ბორყომი, ქობულეთი. ბაკურიანი და სხა რომელი ერთი ჩამოგითვალოთ.





არ ვიცით, ვინც საქართველოში არ ყოფილა ამ პატარა მიმოხილვით და ფოტოსურათებით როგორ წარმოიდგენთ ჩვენი სამშობლო, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ამ გვერდზე მოთავსებული მნიშვნელოვანი ფოტორეპროდუქციებით დანახული უფრო ნათელი წარმოდგენას შეუქმნის ჩვენი რესპუბლიკით დაინტერესებულ ადამიანებს. მაშ მოდით ესტუმრეთ საქართველოს მხარეებს და თავად განსაჯეთ. კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოს.

Комментариев нет:

Отправить комментарий